ვლადიმერ პუტინი - ნატომ რეაგირება არ მოახდინა რუსეთის შეთავაზებაზე, შეემცირებინა სამხედრო აქტიურობა პანდემიის დროს

რუსეთმა უნდა გაითვალისწინოს მთელი რიგი პოტენციურად სახიფათო საგარეო ფაქტორები. მაგალითად, ისეთი, რაც დაკავშირებულია ნატოს გაფართოებასთან რუსეთის საზღვრებთან. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„უნდა გავითვალისწინოთ მთელი რიგი პოტენციურად საშიში საგარეო ფაქტორი - თანამედროვე, ახალი. მაგალითად, ნატოს ყოფნა რუსეთის საზღვრების სიახლოვეს“, - განაცხადა კრემლის ლიდერმა რუსეთის თავდაცვის და ფედერალური უწყებების ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას.

მისი თქმით, ნატომ რეაგირება არ მოახდინა რუსეთის შეთავაზებაზე შეემცირებინა სამხედრო აქტიურობა კორონავირუსის პანდემიის დროს.

„უფრო მეტიც, ავიაციის ფრენები და ნატოს ქვეყნების ფლოტების მოქმედებები მხოლოდ გაიზარდა“, - აღნიშნა პუტინმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა