გერმანიის ელჩი - საქართველოს დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვანია მთლიანი რეგიონისთვის

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საქართველოში გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცესკო-დან აცნობეს, თამარ ჟვანიამ ელჩს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო.

ცესკო-ს ინფორმაციით, მან დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ჰუბერტ ქნირშს ამ დროისთვის არსებული საარჩევნო დავების განხილვის პროცესის შესახებ და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში გრძელდება გადათვლის პროცესი საუბნო შემაჯამებელი ოქმების მონაცემების გადამოწმებისა და დაზუსტების მიზნით.

როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნავენ, თამარ ჟვანიამ, ასევე ისაუბრა იმ განვითარებული პროცესების შესახებ, რომელიც სააარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ხორციელდება, მათ შორის არასწორი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები და ელჩს სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები გააცნო.

გერმანიის ელჩმა შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება მთლიანი რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი.

„ამის პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს აქვს. ჩვენ ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ მათ შორის დიალოგს“,- აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა.

მისივე განმარტებით, აუცილებელია, ყველა მხარემ საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში და შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა