მოძრაობა „ხალხისთვის“ - თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაცია "ეს ქვეყანა ჩვენია"-ს სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაცია "ეს ქვეყანა ჩვენია"-ს სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მოძრაობა „ხალხისთვის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, საქალაქო სასამართლომდე, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული საჩივრით ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართეს, რომელმაც აღნიშნული საჩივარი განმხილველ დიდუბის საარჩევნო კომისიას არ გადაუგზავნა.

მათი ინფორმაციით, ეს ქმედება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად ჩაითვალა, რის შემდეგაც საქმემ საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლა.

„საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ჩუღურეთის საუბნო კომისიების მიერ შედგენილი ყველა სადავო ოქმი განიხილეს, მათ შორის განსაკუთრებული დარღვევებით შედგენილი 06.07.05 და 06.07.11 შემაჯამებელი ოქმები. სასამართლომ კანონიერად მიიჩნია ორგანიზაციის მოთხოვნა და ნაწილობრივ ბათილად ცნო დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. დიდუბის საოლქო კომისიას დაევალა საჩივრის განხილვა და 06.07.05 და 06.07.11 საუბნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის პასუხისმგებლობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.

გარდა ამისა, ორგანიზაცია "ეს ქვეყანა ჩვენია"-ს წარმომადგენლები 13 ოქმის ბათილობას ითხოვდნენ, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა