შეერთებულ შტატებში კორონავირუსისგან 15 000-ზე მეტი წაულა დაიხოცა, რის გამოც ფერმებში კარანტინია გამოცხადებული

შეერთებულ შტატებში აგვისტოს შემდეგ კორონავირუსისგან 15 000-ზე მეტი წაულა დაიხოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი აშშ-ის სოფლის მეურნეობის სექტორის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წაულების დაღუპვის შემთხვევების გამოკვლევის დასრულებამდე ათობით ფერმაში კარანტინია გამოცხადებული.

აშშ-ის იმ შტატებში, სადაც წაულების კოვიდ 19-ით დაინფიცირების ფაქტები გამოვლინდა, აცხადებენ, რომ ისინი ცხოველების დახოცვას არ აპირებენ და დანიაში არსებულ სიტუაციას აკვირდებიან.

ცნობისათვის, დანიის მთავრობამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქვეყანაში მილიონობით წაულას მოკვლა იგეგმება, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულმა ამ ცხოველმა შესაძლოა, ადამიანისთვის ვაქცინის შექმნას შეუშალოს ხელი. მიზეზი წაულებში ახალი კორონავირუსის მუტაცია და ვირუსის მუტირებული ფორმის წაულებიდან ადამიანებზე გადასვლაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა