დავით ზალკალიანი - აშშ-ის სენატის ასიგნების კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში არ არის ის დათქმა, რაც დაკავშირებული იყო 15%-იან შეზღუდვასთან

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით სენატის ასიგნების კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში საქართველოსთვის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით 15%-იანი დათქმა არ არის.

„სენატის ასიგნების კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში არ არის ის დათქმა, რაც დაკავშირებული იყო 15%-იან შეზღუდვასთან, რომელიც არსებობდა წარმომადგენლობით პალატის მიერ 2020 წლის 24 ივლისს მიღებულ ვერსიაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პროგრესი არსებობს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ როგორ არ უნდა გამოიყენონ ოპონენტებმა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის მთავარ სტრატეგიული პარტნიორთან, აშშ-თან ქვეყნის ურთიერთობა,“- განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის 24 ივლისს მიღებულ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აქვე მითითებული იყო, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცის კუთხით. კანონპროექტში ასევე აღნიშნული იყო, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა