გიორგი ვაშაძე - ჩვენ დიალოგი რაღაც ჰაეროვან საკითხებზე არ გვექნება, კონკრეტულ პრობლემებზეა საუბარი, რაც ამ არჩევნებმა მოიტანა და ამ არჩევნების შედეგს არ ეთანხმება ოპოზიცია

"სტრატეგია აღმაშენებელი" მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით საბჭოს შეხვედრას მართავს. პარტიის ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეხვედრაზე “სტრატეგია აღმაშენებელი” სამოქმედო გეგმას ჩამოაყალიბებს, თუ როგორი იქნება მათი სტრატეგია და ტაქტიკა.

“მინდა, რომ ვიმსჯელოთ ძალიან სიღრმისეულად თითოეულ ჩვენს წევრთან და ლიდერთან ერთად და საბოლოო გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი”, - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ გაყალბებულ არჩევნებზე რეაგირება თუ არ მოხდება, ოპოზიციის და ხელისუფლების დიალოგი შეუძლებელი იქნება.

“ჩვენ დიალოგი რაღაც ჰაეროვან საკითხებზე არ გვექნება, არის კონკრეტულ პრობლემებზე საუბარი, რაც მოიტანა ამ არჩევნებმა და ამ არჩევნების შედეგს არ ეთანხმება სრულიად ოპოზიცია. ჩვენს შემთხვევაში არის მრავალკომპონენტიანი გამოსავალი - ეს არის ქუჩის აქციები, დიალოგი უცხოელების მონაწილეობით და ბოიკოტი, რომელიც ახლა აქვს გამოცხადებული ოპოზიციას. არც ერთ კომპონენტზე ხელის აღებას არ ვაპირებთ”, - განაცხადა ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო: ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლებასთან დიალოგი "ჰაეროვან საკითხებზე არ იქნება"

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა