გიორგი ვაშაძე - მე პომპეოსთვის აქციების გამართვას არ ვაპირებ, ეს გამორიცხულია

არ ვიცი ვინ რა თქვა, მაგრამ მე პომპეოსთვის აქციების გამართვას არ ვაპირებ, ეს არის გამორიცხული. ის არის ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორი და არ ვაპირებ აქციებით ველაპარაკო ჩემ სტრატეგიულ პარტნიორს, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ ოპოზიციას მაიკ პომპეოსთან შეხვედრისა და აზრების გაცვლის შესაძლებლობა ექნება.

“შეიძლება იყოს რაიმე სიმბოლური ღონისძიებები, თუმცა აქციებზე ლაპარაკი გამორიცხულია. პომპეოს ვიზიტი ასევე მნიშვნელოვანია რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩვენს შეხვედრებს, ამასთან დაკავშირებით ჯერ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, შემთხვევით რუკაზე არ მოვხვდით მისი ვიზიტის ფარგლებში, იმიტომ, რომ ხედავენ დაძაბული სიტუაციაა ქვეყანაშიც, ასე, რომ ვფიქრობ, კარგი იქნება თუ გვექნება აზრების გაცვლის შესაძლებლობა”, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, მაიკ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა