კახა კუჭავა - ვნახეთ, სენატის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, სადაც ხსენებაც არაა 15%-თან დაკავშირებით შეზღუდვაზე, რომელიც თავის დროზე სპეკულაციის საგანი გახდა

ძალიან საინტერესოა, ახლა რა პასუხს გასცემენ ასეთი შედეგების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ ხმამაღლა და სიამაყით აცხადებდნენ, რომ საქართველოს სანქციები დაუწესესო,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა სენატის ასიგნების კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს, სადაც საქართველოსთვის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით 15%-იანი დათქმა აღარ არის.

როგორც კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კანონპროექტის შედეგად საქართველო უპრეცედენტოდ მაღალ დახმარებას იღებს.

„ეს იყო ტყუილი, რომელიც მაშინაც ვთქვით, რომ არ შეიძლება დაჯერებული ყოფილიყო, რადგან ესაა მთელი პროცესი. ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ, რომ გუშინ სენატის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, ასიგნების კომიტეტის მიერ დამტკიცებული საბოლოო ვერსია, სადაც ხსენებაც არაა 15%-თან დაკავშირებით შეზღუდვაზე, რომელიც თავის დროზე სპეკულაციის საგანი გახდა. ამ კანონპროექტის შედეგად ვიღებთ ქვეყნისთვის უპრეცედენტოდ მაღალ დახმარებას“,- განაცხადა კუჭავამ.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა კანონპროექტიდან დათქმის ამოღება არჩევნებს, კუჭავა ამბობს, რომ სექტემბერში სახელმწიფო სამდივნოს ანგარიში, სადაც დემოკრატიულ განვითარებაზეც იყო საუბარი, სავარაუდოდ, გავლენას იქონიებდა.

„სპეკულაციებს არ დავიწყებ. არ დავუკავშირებ მას არჩევნებს. ფაქტია, რომ ნამდვილად ვნახეთ სექტემბრის დასაწყისში სახელმწიფო სამდივნოს ანგარიში საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით, სადაც ძალიან ბევრ საკითხზე დააფიქსირეს მათ პოზიცია და ერთ-ერთი იყო ზუსტად ის საკითხები, რომელიც უკავშირდება დემოკრატიულ განვითარებას, რაც მიუთითებს იმას, რომ იმ ანგარიშმაც ალბათ იქონია გავლენა“,- განაცხადა კუჭავამ.

ცნობისთვის, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ სენატის ასიგნების კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში საქართველოსთვის დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით 15%-იანი დათქმა არ არის.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის 24 ივლისს მიღებულ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აქვე მითითებული იყო, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცის კუთხით. კანონპროექტში ასევე აღნიშნული იყო, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა