ნინო ბურჯანაძე აშშ-ს საბიუჯეტო კანონპროექტზე - მიზანი არის, რომ ეს დახმარება კონკრეტულ ადამიანებამდე მივიდეს, ამ ხელისუფლების ხელში კი ეს არ ხდება

მიზანი არის, რომ ეს დახმარება მივიდეს კონკრეტულ ადამიანებამდე, ამ ხელისუფლების ხელში კი ეს არ ხდება, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 2020-2021 წლების საბიუჯეტო კანონპროექტი საქართველოსთვის 132 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას ითვალისწინებს.

მისი თქმით, ფინანსური დახმარება მისასალმებელი ფაქტია, რადგან საქართველოს მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაშია, თუმცა საქართველოსთვის აქამდეც არაერთხელ გამოუყვიათ ფინანსური დახმარება,რაც მოსახლეობაზე არანაირად არ ასახულა. „მივესალმები, რაც მეტ დახმარებას მიიღებს ჩვენი ქვეყანა, იმიტომ, რომ მოსახლეობა არის უკიდურესად გაჭირვებული. უბრალოდ, აუცილებელია ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება იმიტომ, რომ ჩვენ მილიარდები მივიღეთ ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ რიგით მოქალაქემდე ეს მილიარდები არ მისულა, არც ეკონომიკა დამდგარა ფეხზე, არც ლარის კურსი გაუმჯობესებულა, არც გაჭირვებული ადამიანების რაოდენობა მოკლებულა. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყანაა, ჩემი სამშობლოა, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, პირველ რიგში, გამიხარდება, რომ ხელისუფლებას კი არა ქვეყანას მეტი დახმარება გაუწიონ, მაგრამ დახმარების მიღება თვითმიზანი არ შეიძლება იყოს, მიზანი არის, რომ ეს დახმარება მივიდეს კონკრეტულ ადამიანებამდე, ამ ხელისუფლების ხელში კი ეს არ ხდება,“- განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების 2020-2021 წლების საბიუჯეტო კანონპროექტი საქართველოსთვის 132 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა