„მრავალეროვანი საქართველო“ საოლქო კომისიებსა და სასამართლოებში საჩივრების განხილვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„მრავალეროვანი საქართველო“ საოლქო საარჩევნო კომისიებში და სასამართლოებში საჩივრების განხილვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, „მრავალეროვანმა საქართველომ“ საოლქო საარჩევნო კომისიებში 9 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით 6 საჩივარი წარადგინა.

როგორც ორგანზიაცია განმარტავს, საჩივრების საფუძველზე მოთხოვნილ იქნა 2 გადასატანი საარჩევნო ყუთის ბათილობა, 7 შემაჯამებელი ოქმის ბათილობა და 5 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა, ასევე 13 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრება.

„მრავალეროვანი საქართველოს“ ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, 1 საჩივარი სრულად, 1 საჩივარი კი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შედეგად, საუბნო საარჩევნო კომისიის 5 წევრს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - შენიშვნა, 2 საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2 საჩივარი განუხილველი დარჩა.

„საოლქო საარჩევნო კომისიებმა უარი თქვეს ყველა იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომელიც კენჭისყრის შედეგების გადასინჯვას და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას შეეხებოდა. კენჭისყრის შედეგების გადასიჯვაზე უარი მრავალეროვანმა საქართველომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე მეორე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა აღნიშნული სარჩელი/სააპელაციო საჩივარი არც სასამართლოებმა დააკმაყოფილეს.

მარნეულში, არჩევნების დღის შემდეგ „მრავალეროვანმა საქართველომ“ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული დისბალანსის გამო ორი საჩივარი წარადგინა საოლქო საარჩევნო კომისიებში მარნეულსა და ახალციხეში და 5 საარჩევნო უბნის 7 შემაჯამებელი ოქმი გაასაჩივრა. გასაჩივრებული საარჩევნო უბნების შემაჯამებელ ოქმებში არ დგებოდა ბალანსი და ფიქსირდებოდა საარჩევნო ბიულეტენების მეტობა. ეს საარჩევნო უბნები იყო მარნეულის #13.22.51 და #13.22.52, გარდაბნის #13.21.11 და #13.21.22 საარჩევნო უბნები. მრავალეროვანმა საქართველომ შესაბამისი საჩივრებით მიმართა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას და ამ სადავო საარჩევნო უბნებზე შემაჯამებელი ოქმების ბათილობა და კენჭისყრის შედეგების გადათვლა, ასევე შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებისა და მდივნების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათი ინფორმაციით, დაუბალანსებელი იყო მარნეულის #13.22.51 უბნის ორივე ოქმი: როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმი.

„კერძოდ, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმში იყო 30 ბიულეტენით მეტობა. კერძოდ, პროპორციული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი იყო 30-ით მეტი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაზე. ანუ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა იყო 432, ხოლო საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი იყო 462. რაც შეეხება მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმს, მარნეულის #13.22.51 საარჩევნო უბნის მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში იყო 15 ბიულეტენით მეტობა. ანუ მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი იყო 15-ით მეტი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაზე. კერძოდ, შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა იყო 447, ხოლო საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი იყო 462.

დაუბალანსებელი იყო მარნეულის #13.22.52 საარჩევნო უბნის ორივე ოქმი: როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმი. კერძოდ, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმში იყო 27 ბიულეტენით მეტობა. პროპორციული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა იყო 515, ხოლო საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი იყო 542. ასევე 22 ბიულეტენით მეტობა იყო მარნეულის #13.22.52 უბნის მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმშიც. კერძოდ, შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა იყო 515, ხოლო საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი იყო 537.

დაუბალანსებელი იყო გარდაბნის #13.21.11 საარჩევნო უბნის პროპორციული შემაჯამებელი ოქმი. კერძოდ, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმში იყო 6 ბიულეტენით მეტობა. პროპორციული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა იყო 415, ხოლო საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი იყო 421“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„მრავალეროვანი საქართველოს“ ცნობით, ასევე დაუბალანსებელი იყო ახალციხის #17.37.04 საარჩევნო უბნის პროპორციული შემაჯამებელი ოქმი.

„კერძოდ, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმში იყო 4 ბიულეტენით მეტობა. პროპორციული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა იყო 824, ხოლო საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი იყო 828“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2021
ხათუნა ბურკაძე - შეცვლილ საერთაშორისო გარემოში საქართველოს ალიანსში წევრობისათვის აუცილებელია ქვეყნის ახალი ფუნქციის გამოკვეთა
„ბრითიშ ამერიკან ტობაკო“ - კომპანია მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული არალეგალური თამბაქოს პროდუქტებთან ბრძოლაში და თანამშრომლობს მრავალი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან
კომპანია "ოთი ისთეითს" ინდონეზიის საელჩოს რწმუნებული ეწვია
"ფილიპ მორის საქართველო" თამბაქოს არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დისკუსიას ეხმაურება
საქართველოს უნივერსიტეტის საჩუქარი 2021 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის