შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს

სასურველის რეალობად წარმოჩენის მცდელობა , - ასე შეაფასა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა დაცვის მხარის მიერ წარმოთქმული დასკვნითი სიტყვა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე შაქარაშვილის საქმეზე კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. საბოლოო სიტყვით ისარგებლეს კანონთან კონფლიქტში მყოფმა არასრულწლოვნებმაც.

აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

"დაცვის მხარის ბოლო წარმომადგენლებმა დღეს დასკვნითი სიტყვა წარმოადგინა. მოგახსენებთ, რომ ამ დასკვნაზე ჩვენი მოლოდინი არ იყო მაღალი, ჩვენი იმედი გამართლდა, ვინაიდან, დამცველი საუბრობდა ფაქტებზე, დეტალებზე, რომელიც სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობდა და მხოლოდ სასურველის რეალობად წარმოჩენის მცდელობა იყო, რომელიც დაუსაბუთებელი იყო. ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი რეპლიკა, კიდევ ერთხელ გავამახვილეთ ყურადღება, რომელიც თითოეულ ბრალდებულთან მიმართებაში არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი. ჩვენი მოლოდინი არის გამამტყუნებელი განაჩენი თითოეულ ბრალდებაში ყველა პირთან მიმართებაში, ვინაიდან მასალების გონივრული შეფასების საფუძველზე წარმოუდგენელია სხვა მოლოდინი იყოს გარდა გამამტყუნებელი განაჩენისა",- განაცხადა გუგუტიშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 არასრულწლოვანია დაკავებული. მათ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა