თამარ კორძაია - მოვუწოდებ ცესკოს, შეწყვიტოს ყოველდღიურ რეჟიმში კანონს ამოფარებით ოქმების გაყალბება

მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ შეწყვიტონ ყოველდღიურ რეჟიმში კანონს ამოფარებით ოქმების გაყალბება, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა, გაერთიანებული ოპოზიციის „ენმ - ძალა ერთობაშიას“ წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შეუძლებელი იქნება სიმართლის დადგენა, სანამ ცენტრალური საარჩევნო კომისია და ხელისუფლება არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ სამაგიდო სიები, ამომრჩეველთა სიები არ გაიხსნება.

„მინდა გაცნობოთ, რომ გუშინ უკვე ორმა საოლქო საარჩევნო კომისიამ კვლავ სრულიად უკანონოდ და კანონდარღვევით მიიღო გადაწყვეტილება ოქმების შესწორების და ოქმებში ცვლილებების გადაკეთების თაობაზე. ეს ეხება დიდუბის და ასევე, წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებას. ორივე ეს გადაწყვეტილება ჩვენ უკვე გასაჩივრებული გვაქვს სასამართლოში და, რა თქმა უნდა, პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ სასამართლოს არანაირი იმედი არ უნდა გვქონდეს, მაგრამ მაინც ფორმალურად ყველა პროცედურას ვიცავთ, იმისთვის, რათა მსოფლიომ გაიგოს, რომ ჩვენ ყველანაირ სამართლებრივ გზას ვიყენებთ სიმართლის დასადგენად. ისევ და ისევ დაიწყო შესწორების ოქმების გაკეთება და ამ შესწორების შემდეგაც ვერ იღებენ სიმართლეს. მაგალითად, დიდუბეში დაკარგეს სპეცსია და შემდეგ სპეცსია არ უპოვიათ და ისე შეიყვანეს მონაცემები შემაჯამებელ ოქმში - აი, ასეთ ვითარებაში აკეთებს ცესკო შესწორებებს. ანალოგიური შემთხვევა იყო წყალტუბოში, სადაც ხელმოწერების რაოდენობა იყო 463 და ყუთიდან ამოსული ბიულეტენების რაოდენობა 466-ს შეადგენდა და იქაც ყოველგვარი გადათვლის გარეშე მიიღეს შესწორების ოქმი. მივმართავ კიდევ ერთხელ ცესკოს, დაიწყეთ სამაგიდო სიების გახსნა თუ გინდათ, რომ სიმართლე უთხრათ საქართველოს ამომრჩეველს - აი, ამით დამტკიცდება, რომ ტოტალურად არის გაყალბებული არჩევნები“, - განაცხადა კორძაიამ.

გარდა ამისა, კორძაიამ მიმართა მოსამართლეებს, რომლებიც სარჩელებს განიხილავენ, რომ მათ გვარებს საზოგადოებას ამცნობს.

„მოგეხსენებათ, ბოლნისში რა უმძიმესი მდგომარეობა იყო წინასაარჩევნო კამპანიის თვალსაზრისით. ცალსახად ცხადია, რომ დამკვირვებლების 92%-ს არ ეძლეოდა სათანადო დაკვირვების შესაძლებლობა, საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების 50% ხელს უშლიდნენ საქმიანობას და, რა თქმა უნდა, ამ ოლქის შედეგები გასაჩივრებულია. არც ერთი შემთხვევა არ გამოძიებულა. მინდა მივმართო მოსამართლეებს, დღეს თქვენს გვარებს არ ვასახელებ, მაგრამ ხვალ და ზეგ ყველას გვარს ვამცნობ საზოგადოებას და იმას თუ რას უშვებით თქვენი სამარცხვინო გადაწყვეტილებებით ქვეყანას“, - აღნიშნა კორძაიამ.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!
ერთად ყოფნის 10 წელი - „კარფური“ 10 წლის იუბილეზე ერთგულ მომხმარებლებს, ყოველ თვე განსაკუთრებული პრიზებით დააჯილდოებს
ფრანგულ ბრენდ  ETAM-ის ახალი ფილიალი „დრესაპ ჯგუფისგან“
„კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს