სალომე ზურაბიშვილი - მივესალმებით მაიკ პომპეოს ვიზიტს საქართველოში, შეერთებული შტატების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება.

„მივესალმებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს საქართველოში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, შეერთებული შტატების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის,“- წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ეწვევა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა