თენგიზ ცერცვაძე - მძიმე პაციენტი კლინიკის გარეშე არ რჩება - გამოვლენილი შემთხვევების  30%-ის ჰოსპიტალიზაცია ხდება

ჯერჯერობით, ჩვენთან მძიმე პაციენტი კლინიკის გარეშე არ რჩება, ის ვინც მოგვმართავს ან „ფეისბუკზე“ წერს, მართლა ყველა მძიმე კი არ არის, ზოგი წუხს, ზოგი ფსიქოლოგიურად განიცდის, რომ არ დამძიმდეს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პაციენტების მიღებას კლინიკები მაინც ახერხებენ.

„პაციენტების მიღება შესაძლოა, ოდნავ შეფერხებით ხდება, შესაძლოა, ერთი-ორი დღის დაგვიანებით, მაგრამ „ვეღარ ახერხებენ“ - ამ ფრაზაზე კატეგორიულად ვერ დაგეთანხმებით, მაინც ახერხებენ. იცით, რომ საქართველოში პაციენტების ნაწილი რჩება ბინაზე, ნაწილი კოვიდსასტუმროში. შედარებით მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ხდება. საქართველოში გუშინდელის ჩათვლით, ყველა გამოვლენილი შემთხვევის 30%-ის ჰოსპიტალიზაცია ხდებოდა. ევროპის ქვეყნებში 20%-ს არ აღემატება ეს მაჩვენებელი. ჩვენ ვინარჩუნებთ 30%-იან ნიშნულს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა