თენგიზ ცერცვაძე - საქართველოში სიტუაცია იდეალურად ვერ, მაგრამ ბევრად უფრო უკეთსად და გამართულად კონტროლდება, ვიდრე ევროპის წამყვან ქვეყნებში

საქართველოში კორონავირუსთან მიმართებით სიტუაცია კონტროლდება ბევრად უკეთ, ვიდრე ევროპის წამყვან ქვეყნებში, რომლის ჯანდაცვის სიტემა და რესურსი საქართველოსთან შედარებით მრავალჯერ უფრო დიდია. ამიტომ, საქართველოს საყვედური კი არ ეკუთვნის, პირიქით, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოში ამ მხრივ დღეს, პროცესები მართვადია.

„მართვადში ვგულისხმობ იმას, რომ მიუხედავად შეფერხებებისა და მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მხრიდან ისმის შეწუხების მოტივები: კეთდება სატელეფონი ზარები, სოციალურ ქსელში მონაცემები ქვეყნდება, რომ სამედიცინო სამსახური ისე გამართულად ვერ ემსახურება, როგორც ეს იყო გაზაფხულზე და ზაფხულზე, სასწრაფოები იგვიანებენ „ონლაინ“ კლინიკები და ოჯახის ექიმები კონსულტაციებს აგვიანებენ, ზოგჯერ გვიანდება ავადმყოფების ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ მერწმუნეთ, დამიჯერეთ, ეს ყველაფერი არაფერია იმასთან შედარებით, რაც ხდებოდა და ხდება ევროპის ქვეყნებში. ე.ი. საქართველოში სიტუაცია კონტროლდება ბევრად უკეთ, ასეთი გადატვირთვის პირობებში, იდეალურად ვერ, მაგრამ ბევრად უფრო გამართულად და უკეთესად, ვიდრე ევროპის წამყვან ქვეყნებში, რომლის ჯანდაცვის სიტემა და რესურსი საქართველოსთან შედარებით მრავაჯერ უფრო დიდია. ამიტომ, საქართველოს საყვედური კი არ ეკუთვნის, პირიქით. ჩვენი უცხოელი პარტნიორები აღფრთოვანებას გამოხატავენ ქვეყნის ჯანდაცვის მესვეურებით და სახელისუფლებო ვერტიკალით, რომელიც ასეთი შეზღუდული რესურსების პირობებში ახერხებს უკეთ მართვას, ვიდრე ამას აკეთებენ ევროპის წამყვანი ქვეყნები. ჩვენთან შეიძლება მოხდეს შეფერხება რამდენიმე საათით ტესტირებაში, კონსულტირებაში, ჰოსპიტალიზაციაში მაქსიმუმ 1-2 დღით. იქ, კი შეფერხებები რამდენიმე საათით და 1-2 დღით ჩვეულებრივი ამბავია. იქ შეფერხებები რამდენიმე კვირით ხდებოდა და ავადმყოფები რჩებოდნენ სამედიცინო მომსახურების გარეშე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ისეთი ქვეყანა, როგორიც არის შვედეთი, მათ მიღებული ჰქონდათ ინსტრუქცია, რომ 65-წელს ზევით ასაკის ადამიანი კლინიკაში არ წაეყვანათ.

„მსგავსი, რაღაც ხომ საქართველოში არ ხდება?! ეს უნდა დავაფასოთ. მიახლოებული არ ხდება ჩვენთან. ჩვენთან არის რამდენიმე საათიანი დაგვიანება და საბოლოო ჯამში, კვალიფიციური დახმარება ყველას ეწევა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა