თენგიზ ცერცვაძე - კოვიდით გამოჯანმრთელებულებს არ მოუმართავთ გართულებებით და ნარჩენი მოვლენებით

კვლევები არის უცხოეთში, ჩვენთან არა,​ რომ კორონავირუსი კვალს ტოვებს, პირველ რიგში, ფილტვებში, შეიძლება გულში, ასევე სისხლძარღვებში, თავის ტვინში, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, კორონავირუსმა არამხოლოდ მძიმე პაციენტებში, არამედ შედარებით მსუბუქად ინფიცირებულ პაციენტებშიც შეიძლება დატოვოს კვალი.

მისივე განმარტებით, კვლევების ჩატარება საქართველოშიც იგეგმება და მათ შედგენილი აქვთ სპეციალური პროგრამა, რომელსაც დამატებითი დაფინანსება სჭირდება.

„ყოველ სამ თვეში მოვიწვიოთ ისინი, ვინც გამოჯანმრთელდა კოვიდიდან და ჩავუტაროთ მათ საკონტროლო გამოკვლევები, ვთქვათ, სისხლის ანალიზი და პარამეტრების გამოკვლევა, იგივე კომპიუტერული ტომოგრაფია, კარდიოლოგიური, ნევროლოგიური და სხვა გამოკვლევები. კვლევა არ ჩაგვიტარებია, მაგრამ საბედნიეროდ, კოვიდით გამოჯანმრთელებულებს ჩვენთვის არ მოუმართავთ ასეთი გართულებებით და ნარჩენი მოვლენებით“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე განმარტებით, ვაქცინის იმედი უნდა გვქონდეს.

„ვაქცინის იმედი უეჭველად უნდა გვქონდეს. სხვათა შორის, 90%-იანი შედეგი დადო პრევენციის ამერიკულ-გერმანულმა ვაქცინამ, უკვე შერაცხეს გმირად ამ ვაქცინის ავტორი ეროვნებით თურქი გერმანიის მოქალაქე და არის ლაპარაკი, რომ წლის ბოლომდე 50 ერთეულს დაამზადებენ და მომავალ წელს მილიარდ 200 000 ერთეულს, რა თქმა უნდა, ამ ვაქცინის იმედი უნდა გვქონდეს. ჩვენთან პირველ ხანებში ეს ვერ იქნება შესაძლებელი, იმიტომ რომ ის ქვეყანა, რომელმაც ეს ვაქცინა გაამზადა, უპირველეს ყოვლისა თავის მოსახლეობას დააკმაყოფილებს, მაგრამ ჩვენმა ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები დიპლომატიური არხებით, სხვა არხებით , სხვა პირადი არხებით, გვინდა გამოვიყენოთ ჩვენი პარტნიორების კავშირები, ჩვენი ავტორიტეტი, სახელმწიფოს ავტორიტეტი და ცალკეული ლიდერების ავტორიტეტი, რათა საქართველო მოხვდეს იმ ქვეყნების პირველ რიგში, ვინც ასეთ ვაქცინებს მიიღებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა