ევროკავშირმა კორონავირუსის ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით Pfizer-სა და BioNTech-თან შეთანხმება გააფორმა

ევროკომისიამ კორონავირუსის ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია Pfizer-სა და გერმანულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია BioNTech-თან შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც ევროპული გაერთიანება ვაქცინის 300 მილიონ დოზას შეისყიდის.

როგორც ცნობილია, ევროკავშირი ვაქცინას 2020 წლის დასრულებამდე მიიღებს. იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრინციპით მიიღებს მოსახლეობა კორონავირუსის ვაქცინას, გაერთიანებას ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა, რომელმაც ევროკავშირი დატოვა, 40 მილიონი დოზის შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკება კომპანიებთან ცალკე აწარმოა. 9 ნომებერს BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შექმნილ ვაქცინაზე მიმდინარე კვლევის წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინა კოვიდ 19-ით დაინფიცირებისგან ვაქცინირებული ადამიანების 90% -ზე მეტს იცავს. მათ ვაქცინა ექვს ქვეყანაში 43 500 ადამიანზე გამოსცადეს და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია