შსს-სთან სლოგანით - „შეშა კრიმინალი არ არის“ აქცია-პერფომანსი გამართეს

“ყველას ვერ დაგვიჭერთ”, “შეშა კრიმინალი არ არის”- ამ სლოგანებით სამოქალქო აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია-პერფომანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა სამინისტროს შენობასთან სიმბოლურად შეშა მიიტანეს. მათი განცხადებით, ისინი სამოქალაქო ატივისტების უკანონო დაკავებებს აპროტესტებენ.

“ხელისუფლება და კონკრეტულად ეს ორგანო არის სრულ აგონიაში, რადგან მოიგონეს სრულიად უმსგავსო და არასერიოზული მიზეზი ჩვენი აქტივისტების დასაჭერად. ისინი დაიჭირეს
შეშის გამო. ჩვენი სლოგანია, რომ “შეშა კრიმინალი არ არის”. ჩვენ შეშის გამო გვიჭერენ, სრულიად არასერიოზული საქციელია შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ერთხელ და სამუდამოდ, ეს უნდა შეწყვიტოს კონკრეტულად ამ ორგანომ, ასევე ვაჟა სირაძემ, მინისტრმა გომელაურმა. ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანაში უნდა მივიღოთ დემოკრატიული ორგანოები, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით”,- განაცხადა მოძრაობა “შეცვალეს” წევრმა, ტიტე გედენიძემ.

აქტივისტებს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეშის დატოვება სურდათ, რაზეც სამართალდამცავებისგან გაფრთხილება მიიღეს, რომ შეშის დატოვების შემთხვევაში, დაჯარიმდებოდნენ. აქციის მონაწილეებმა გაფრთხილების მიუხედავად, ტერიტორიაზე შეშა მაინც დატოვეს.

“ეს არის პროსტესტის ფორმა. თუ ჰგონიათ, რომ შეგვეშინდება, ძალიან ცდებიან. არ გვეშინია არც დაკავების და არც დაჯარიმების ბიძინადამცველებისგან. ესენი აღარ არიან სამართალდამცავები, ესენი არიან ბიძინადამცველები. მოვუწოდებ, რომ არ ჩაყვნენ საფლავში ამ უკანონო და არალეგიტიმურ ხელისუფლებას”,- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა