არჩილ თალაკვაძე - ჩვენი პასუხი და პოზიცია არის მკაფიო - მოდით, ერთად გადავამოწმოთ ყველა ის საკითხი, კითხვა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო დასმული

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ ოპოზიციასთან პირველივე შეხვედრა კონკრეტული შედეგებით დასრულდებოდა, თუმცა პოზიტიურია, რომ დიალოგი დაიწყო.

როგორც თალაკვაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მხარეებმა გაცვალეს არგუმენტები.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი გაიმართება.

„პირველ რიგში პოზიტიურია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი დაიწყო და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევთანხმდით, რომ პოლიტიკური კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი შედგება, რაც შეეხება საკითხებს და იმ პოზიციებს, რომელიც განსხვავებულია პარტიებს შორის, ჩვენი პასუხი და პოზიცია არის მკაფიო - მოდით, ერთად გადავამოწმოთ ყველა ის საკითხი, კითხვა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო დასმული. ჩვენ გვაქვს ძალიან კონსტრუქციული და გახსნილი პოზიცია. გვსურს, მივიდეთ იმ შედეგთან, როდესაც ყველა, საბოლოო ჯამში პატივს სცემს არჩევნების შედეგებს.

საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ პირველ შეხვედრაზე ძირითადი შეთანხმებები მოხდებოდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პოლიტიკური დიალოგის დაწყება არის პოზიტიური. გავცვალეთ არგუმენტები. რაც მთავარია კონსტრუქციულ გარემოში მოვუსმინეთ ერთმანეთს. მჯერა და იმედს ვიტოვებ, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი კონკრეტული შედეგით დასრულდება“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში უმრავლესობისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა