სოლომონ პავლიაშვილი - საქართველომ ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავება დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილი სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, საქართველომ ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავება დაიწყო და რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

მისივე თქმით, „ცირკულარული ეკონომიკა“ გვაძლევს საშუალებას, ვუპასუხოთ ყველაზე დიდ გამოწვევებს - ბუნებრივი რესურსების ჭარბ მოხმარებას, კლიმატის ცვლილებასა და ბიომრავალფეროვნების დაკარგვას.

ონლაინ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სახელმძღვანელო, რომელიც ფონდმა „Sitra” ფინეთის ეროვნული გზამკვლევის საფუძველზე შეადგინა. სახელმძღვანელო შეიცავს საუკეთესო პრაქტიკასა და რჩევებს.

როგორც შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, საქართველომ ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავება დაიწყო და რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

„ცირკულარული ეკონომიკა გვაძლევს საშუალებას, ვუპასუხოთ ყველაზე დიდ გამოწვევებს - ბუნებრივი რესურსების ჭარბ მოხმარებას, კლიმატის ცვლილებას და ბიომრავალფეროვნების დაკარგვას. ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევი, იგივე „საგზაო რუკა", არის ინსტრუმენტი, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ ნაბიჯებს და ადგენს ძირითადი დაინტერესებული მხარეების მოსაზრებებს ცირკულარული ტრანსფორმაციისთვის აუცილებელ ცვლილებებსა და მოქმედებებზე“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის პოპულარიზაციის მიზნით, სამოქალაქო ორგანიზაცია - საქართველოს ბუნების მკვლევართა საზოგადოება „Orchis”, პროექტის „Keep Georgia Tidy” ფარგლებში, ცნობიერების ამაღლების პროგრამას ახორციელებს. აღნიშნული პროგრამა რეკომენდაციებს აძლევს დაინტერესებულ მხარეებს, თუ როგორ უნდა დააჩქარონ ცირკულარული მოდელის პრინციპების განხორციელება ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა დონეზე.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა