ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 102 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 102 წლის ქალი გამოჯანმრთელდა. პაციენტი კლინიკიდან ხვალ გაეწერება. ის კლინიკაში 2 კვირის წინ შეიყვანეს.

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 78 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის 2 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვის აპარატზე იმყოფება, 14 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

იხილეთ ვიდეო: ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 102 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია