საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე მომხდარი დაპირისპირების დროს ერთი პირი დაშავდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე მომხდარი დაპირისპირების დროს ერთი პირი დაშავდა.

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, საქართველოში შერჩევითი სამართალია, რომელიც მაღალჩინოსნებს vip ტრიბუნიდან მატჩის ყურების საშუალებას აძლევს, მაშინ, როდესაც მოედნის გარეთ მყოფ ქომაგებს ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის 2000 ლარით აჯარიმებენ.

აქციის მონაწილეებმა ფეხბურთის ფედერაციაში ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“ და ჩაფუშული ბურთი მიიტანეს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სიმბოლური „საჩუქრების“ ფედერაციაში დატოვების მცდელობას ფედერაციის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რომლის შედეგადაც ერთ-ერთი აქტივისტი გიორგი კუპატაძე დაშავდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა