მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული შედეგები, რომელიც პენიტენციურ სისტემებზე კოვიდის გავლენას აფასებს, საქართველოსთვის საამაყოა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული შედეგები, რომელიც აფასებს კოვიდის გავლენას პენიტენციურ სისტემებზე, საქართველოსთვის საამაყოა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, პენიტენციურ სისტემაში პირველივე დღიდან დაიწყო ეფექტიანი მმართველობის და ღონისძიებების გატარება, იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო პენიტენციური სისტემა კოვიდ-ინფექციის გავრცელებისგან.

“ნამდვილად საამაყოა ჩვენი ქვეყნისთვის ის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა და გასაჯაროვდა ევროპის საბჭოს მიერ, რომელიც აფასებს კოვიდის გავლენას, პანდემიის გავლენას საზოგადოდ პენიტენციურ სისტემებზე ცალკეულ სახელმწიფოებში. ეს რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური სფერო გახლავთ საზოგადოდ, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებითაც და განსაკუთრებული ყურადღება და ძალისხმევა გახდა აუცილებელი, იმისთვის რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ამ შედეგისთვის მიგვეღწია. ამაზე იუსტიცის სამინისტრო, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობის სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო ამ მიმართულებით და შესაბამისად, შედეგმაც აღიარების თვალსაზრისით, ნამდვილად არ დააყოვნა. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არის უზარმაზარი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც სულ რამდენიმე ქვეყანას შორის აღინიშნება როგორც წარმატებული, ყველაზე ეფექტიანი მმართველობა ამ მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვაზე პატიმართა უფლებების უზრუნველყოფას. ეს არის პენიტენციური სამსახურის თითოეული მუშაკის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი, და რა თქმა უნდა, ამას განსაკუთრებული დაფასება და მადლიერება სჭირდება ამ პირთა მიმართ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი სფერო და უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რომ მმართველობა ამ მიმართულებით ყოფილიყო რაც შეიძლება ეფექტიანი და შესაბამისად, შედეგზე ორიენტირებული”, - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, პენიტენციურ სისტემაში პირველივე დღიდან დაიწყო ეფექტიანი მმართველობის, ეფექტიანი ღონისძიებების გატარება, იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო პენიტენციური სისტემა კოვიდ-ინფექციის გავრცელებისგან.

„ამას სჭირდებოდა განსაკუთრებული აქტივობით ღონისძიებების გატარება, რაც მიზნად დაისახავდა სწორედ ამ რეზულტატის მიღწევას, რაც დღეს გვაქვს სახეზე, რომ არც ერთი ინფიცირებული არ გვყავს პენიტენციურ სისტემაში. ეს არის კომპლექსური მოქმედებების, კომპლექსური ღონისძიებების შედეგი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ხაზგასმით გამოვხატავ მადლიერებას და დაფასებას იმ ადამიანების მიმართ , პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა მიმართ, რომელთა მუხლჩაუხრელი შრომის შედეგადაც გახდა ეს შესაძლებელი. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, იქ საკარანტინე ღონისძიებების გატარებას, ერთი მხრივ, სამედიცინო პროტოკოლების დაგეგმვას და მერე მის განუხრელად შესრულებას და ა.შ. ჩვენ არ გვყავს არცერთი ინფიცირებული, არც პატიმართა შორის, თანამშრომლების ჯანმრთელობაზეც ანალოგიურად იგივე შედეგია ასე ვთქვათ, დადებითი შედეგი“,-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა