ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა თითზე ჩამოსათვლელია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა თითზე ჩამოსათვლელია.

ამირან გამყრელიძის თქმით, რეინფიცირების შემთხვევის დადასტურებას „სერიოზული კვლევა სჭირდება“

„მსოფლიოში რეინფიცირების შემთხვევა თითზე ჩამოსათვლელია. დადასტურებას, რომ ნამდვილად რეინფიცირებასთან გვაქვს საქმე, საკმაოდ სერიოზული კვლევა სჭირდება, მათ შორის, გენეტიკური კვლევებიც, რომელიც ჩვენთან ჯერ არ ჩატარებულა“,-განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა ჯერ აღწერილი არ არის.

„ ჩვენთან ასეთი შემთხვევა აღწერილი ნამდვილად არ არის. თუ იქნება, სამეცნიერო თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა და რა თქმა უნდა აღვწერთ“,-განაცხადა პაატა იმნაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა