62-ე საარტილერიო ბატალიონმა  საველე წვრთნები დაასრულა

შოთა ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ “ორფოლოში” მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო ბატალიონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები დასრულდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, საარტილერიო ბატალიონმა წვრთნების დასკვნითი ეტაპი შემაჯამებელი საბრძოლო სროლებით დაასრულა.

დასკვნით საველე სწავლებაში მე-6 საარტილერიო ბრიგადის სამმა რეაქტიულმა ბატარეამ წინასწარ განსაზღვრულ რაიონში 32-ე ბატალიონს (ვირტუალური ქვედანაყოფი) საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა გაუწია და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა. საბრძოლო სროლებში 122 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70 ტიპის საარტილერიო დანადგარები მონაწილეობდნენ.

10-დღიანი წვრთნების მიზანი 62-ე საარტილერიო ბატალიონის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა