უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა სამუშაო შეხვედრაზე საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იმსჯელეს

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკაზე, რომელმაც 53 მილიონს გადააჭარბა.

"აღინიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ქვეყანა ინარჩუნებს წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენების სტრატეგიას. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს საქართველოში მოქმედ შეზღუდვებსა და იმ ნაბიჯებზე, რაც კორონავირუსის გავრცელების შენელების მიზნით იდგმება. ყურადღება გაამახვილეს ჰოსპიტალური სექტორის, პირველადი ჯანდაცვის მზაობისა და ტესტირების პროცესის კუთხით არსებულ ვითარებაზე. საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დადგენილი წესების ზედმიწევნით აღსრულების აუცილებლობას, მათ შორის პირბადის ტარებას და დისტანციის დაცვას, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 76 658 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 58 674 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 669 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2425 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 3361 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 5355 პირი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა სამუშაო შეხვედრაზე საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იმსჯელეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა