პოლონეთში კორონავირუსის 548 ფატალური შეთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

პოლონეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 25 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 691 118-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 548 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 10 045-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში დადასტურებული ფატალური შემთხვევები რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.

პოლონეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის საავადმყოფოებში შევსებულია 22 320 საწოლი, 2 126 ადამიანი კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის 35 182 საწოლი და 2 805 აპარატია ხელმისაწვდომი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა