პანდემიის გამო ავსტრიაში ახალი რეგულაციები დაწესდება

კორონავირუსის შემთხვევების გამო ავსტრიაში 17 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები დაწესდება, რომლებიც ძალაში 2 კვირის განმავლობაში დარჩება , - აღნიშნული განცხადება ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყანაში სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტების მაღაზიების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურება.

მოსახლეობას სახლიდან გასვლა მხოლოდ ისეთი აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში ექნება, როგორებიცაა სამსახური, საყიდლები და ვარჯიში.

ბოლო მონაცემებით, ავსტრიაში კორონავირუსის 198 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს 1 746 ადამიანი ემსხვერპლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა