ბადრი ჯაფარიძე - განსხვავებული პოზიციები შეიძლება იყოს ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენელს შორის, მაგრამ ეს ოპოზიციურ ერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს

„ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციური ერთობა არის მყარი და ეფუძნება იმას, რომ ოპოზიციამ მოქალაქეების ნება დაიცვას.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, შესაძლოა განსხვავებული პოზიციები იყოს პარტიებს შორის, თუმცა ეს გავლენას ერთობაზე ვერ მოახდენს.

„განსხვავებული პოზიციები შეიძლება იყოს ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენელს შორის, მეორე პარტიის წარმომადგენელთან რაიმე კამათიც ჰქონდეს, მაგრამ ეს ვერანაირ შემთხვევაში ვერ მოახდენს ოპოზიციურ ერთობაზე გავლენას. ეს არის ძალიან მყარი ერთობა, ეს ეფუძნება იმას, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხის ნება. ჩვენი მოქალაქეების ხმები“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „ლელოს“ ოფისში ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა