გიგი უგულავა - „ოცნებას“ უნდა ვიღაც გააბრიყვოს, ერთი კაცი მაინც იჯდეს პარლამენტში, რომ ერქვას ოპოზიცია, ასეთი მათხოვრობა მიდის - ვაჭრობენ, მაგრამ არავინ წამოეკიდება მათ ვაჭრობას

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერების გადაბირებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, დღეს პარლამენტში შესვლა არის არა პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შესვლა, არამედ პირდაპირ კომპარტიაში შესვლა, რა ნაბიჯის გადადგმაც ამ პარტიას პოლიტიკურად „დაასრულებს“.

„3700 უბნის გადათვლა არ უნდათ. სელექციურად ავიღოთო, სრულად გადათვლა არც იხილება. სრულად გადათვლა ნიშნავს არჩევნების თავიდან ჩატარებას. თუ 3700 უბანზე ბიულეტენებს ითვლი თავიდან, მაშინ ჩაატარე არჩევნები თავიდან, ეს ერთი და იგივე პროცესია. ის შემოთავაზებული წინადადებაა გზა არსაითკენ და ფარისევლობა. ჩვენ ამას არ დავთანხმდით. მათი ამოცანაა არც გადათვლა არც არაფერი, კატათაგვობანას გეთამაშებიან, რომ არიქა მათხოვრულად ვიღაც იქნება შემოვიდეს, დათანხმდეს, რომ ერთი კინკილა კაცი იყოს, ოპოზიცია ერქვას. რუსებს რომ ჰყავთ თოქ-შოუებში, ერთ კინკილა ამერიკელს ან უკრაინელს რომ იპოვნიან, ურტყამენ და ურტყამენ. ასე უნდათ ვიღაც გააბრიყვონ, ერთი კაცი მაინც იჯდეს პარლამენტში, რომ ერქვას ოპოზიცა, ასეთი მათხოვრობა მიდის ახლა „ქართულ ოცნებაში“ და ჰგონიათ, რომ ასეთ მათხოვრობაზე ვიღაც წამოეკიდება. ვაჭრობენ, მაგრამ არავინ წამოეკიდება მათ ვაჭრობას. ხარაკირის ტოლფასია რომელი პოლიტიკური ორგანიზაცია შევა იქ. დღეს პარლამენტში შესვლა არის პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ კი არა პირდაპირ კომპარტიაში შესვლა. თუ ვინმეს ამის ცდუნება გაუჩნდება შევა კომპარტიაში და დამთავრდება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა