ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩი“ არ აწყობს ე.წ. სირცხვილის დერეფანს, მაგრამ როცა არჩევნებს მოგპარავენ, ნებისმიერი მშვიდობიანი პროტესტი მისაღებია

„გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მისი პარტია არჩევნების მეორე ტურის დღეს საარჩევნო უბნებთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ „სირცხვილის კორიდორი“ მონაწილეობას არ მიიღებს.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი მშვიდობიანი აქცია მისაღებია.

„გირჩი“ არ აწყობს ე.წ. სირცხვილის დერეფანს, მაგრამ ჩემი აზრით, როდესაც არჩევნებს მოგპარავენ, ნებისმიერი მშვიდობიანი პროტესტი მისაღებია. სხვა პარტიას თუ უნდა რამე მსგავსის გაკეთება, უნდა და გააკეთებს“,-აღნიშნა მან.

მან ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შესახებ და აღნიშნა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლა უნდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი გადასაწყვეტია.

„ოპოზიციაზე მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი სხვადასხვანაირად მოქმედებს. ოპოზიციის შიგნით არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ სააკაშვილთან და ამ ნაწილში უარყოფითად მოქმედებს. მე ნაკლებად მაინტერესებს, სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ არ მაღელვებს. მიხეილ სააკაშვილს ვუყურებ, როგორც პოლიტიკოსს, რომელსაც თავისი პირადი დღის წესრიგი აქვს და მის გატარებას ცდილობს",-აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა