სასამართლომ “ევროპული საქართველოს” სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროპორციული შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის, საარჩევნო პერიოდში არსებული დარღვევების განხილვის და უბნების ხელახლა გადათვლის შესახებ ,,ევროპული საქართველოს” სარჩელი არ დააკმაყოფილა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ,,ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა, გადაწყვეტილების გამოცხადებისას სასამართლომ კანონით არ იხელმძღვანელა და პოლიტიკური დავალება აღმოჩნდა უპირატესი.

,,ევროპული საქართველოს” ორი სარჩელი იყო შემოტანილი. ერთი ეხებოდა პროპორციულ შემაჯამებელ ოქმს, რაც ცესკომ გააკეთა უკანონოდ. კანონი კრძალავს სასამართლოს დასრულებამდე ცესკოს მხრიდან არჩევნების შეჯამებას, ეს აკრძალვა ცესკომ დაარღვია, თუმცა სასამართლომ კანონით არ იხელმძღვანელა, როგორც ჩანს აქაც პოლიტიკური დავალება აღმოჩნდა უპირატესი. მეორე მოთხოვნა ეხებოდა საარჩევნო გარემოს, როგორც ჩატარდა არჩევნები კენჭისყრის დღეს, დაწყებული ბიულეტენების გატანით, დასრულებული „კარუსელის“ ორგანიზებით, ოქმების გადასწორებით და სხვა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ ყოველი მესამე ოქმი პროპორციულ არჩევნებში არის დაუბალანსებელი. ჩვენი მოვითხოვეთ ასეულობით უბნის გადათვლა, სადაც ბალანსი არ დგებოდა, თუმცა ეს მოთხოვნა არც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და არც სასამართლომ არ დააკმაყოფილა”, - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ და ამის პარალელურად, ყველა მოქალაქემ საკუთარი მშვიდობიანი პროტესტით უნდა აიძულოს ხელისუფლება, რომ ,,ეს არალეგიტიმური ნაბიჯები უკან წაიღოს”.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა