ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამოქმედდა დადგენილება, რომლის თანახმადაც, კლინიკებს კოვიდის მართვაში ჩართული მედპერსონალისთვის გაზრდილი ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება აქვთ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უკვე ამოქმედდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, კლინიკებს კოვიდის მართვაში ჩართული მედპერსონალისთვის გაზრდილი ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება აქვთ. მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ, მინისტრმა განმარტა, რომ დადგენილება ძალაშია, თუმცა ვინაიდან საუბარია კერძო კლინიკებზე, მას არ აქვს ინფორმაცია გასცეს თუ არა კლინიკებმა გაზრდილი ხელფასები.

„კოვიდის მართვაში ჩართული საწოლფონდის რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მიდგომა პერსონალის ანაზღაურებაში არ შეგვიცვლია. დავთვალეთ პერსონალის საბაზრო ანაზღაურება საათობრივ ჭრილში, რომელიც შეეხებოდა არა მხოლოდ ექიმებს, არამედ ექთნებს და დამხმარე პერსონალსაც. შესაბამისად, ყველა კლინიკა ვალდებულია, რომ დადგენილებით გაწერილი ტარიფით აანაზღაუროს მათი ხელფასები. დადგენილება ამოქმედებულია. გასცეს თუ არა გაზრდილი ანაზღაურება ეს კლინიკებს უნდა ჰკითხოთ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს კერძო სექტორია“,-აღნიშნა მინისტრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა