ამირან გამყრელიძის განცხადებით, ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება გაფართოვდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება გაფართოვდება.

როგორც ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხოდმის დასრულებისას განაცხადა, ანტიგენზე დამყარებული ტესტები საშუალებას მისცემს მედპერსონალს კორონავირუსის და რესპირაციული ვირუსების დიფენერცირება მოახდინოს.

„მოგეხსენებათ ჩვენ ძირითადად ანტიგენზე დამყარებული ტესტებზე ვაკეთებდით აქცენტს იქ, სადაც „პისიარის“ ხელმიუწვდომლობა იყო, ძირითადად დაშორებულ რეგიონებში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ზემო სვანეთში და ასე შემდეგ. თანდათან ალბათ, ხვალიდან ეს გაფართოვდება.

თბილისში, დიდ ქალაქებში აქცენტი იყო სტაციონარზე, რადგან მოგეხსენებათ, რესპირაციული ვირუსების სეზონზე, როდესაც მიდის ადამიანი სტაციონარში დასაწოლად საჭიროა დიფერენცირება, არის თუ არა სხვა რესპირაციული ინფექცია თუ კოვიდინფექცია. მათ აქვთ საშუალება ანტიგენზე დამყარებული ტესტებით გააკეთონ დიფერენციაცია“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა