„საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პირველი დისტანციური ტექ კონფერენცია საქართველოდან გაიმართება

„საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პირველი ტექნოლოგიური კონფერენცია Touch Digital Summit გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს" „საქართველოს ბანკიდან" აცნობეს, ღონისძიება 20 ნოემბერს გაიხსნება.

მათივე ცნობით, 10 დღიანი ონლაინ კონფერენცია 100-ზე მეტ კომპანიას და 1000-ზე მეტ მონაწილეს ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გააერთიანებს. პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს მონაწილეების სამომავლო პროფესიულ განვითარებას და სასარგებლო კავშირების დამყარებას. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ პრეზენტაციებს, სემინარებს, მასტერკლასებსა და ვორქშოპებს, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ინოვაციური კომპანიის წარმომადგენლები გაუძღვებიან. წარმოდგენილი კომპანიების ჩამონათვალშია: Google, Facebook, Deloitte, VICE, DeviantArt, Tesla, Rotten Tomatoes და სხვა. გარდა ამისა, კონფერენციის ძირითადი დრო დაეთმობა ნეთვორქინგს და ბიზნეს შეხვედრებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მონაწილეების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან დაკავშირებას. თემები, რომლებსაც სპიკერები შეეხებიან მრავალფეროვანია და ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა: პროგრამული უზრუნველყოფა ბიზნესისთვის, გლობალური პროდუქტების შექმნა, მეწარმეობა, უახლესი ტექნოლოგიური ტენდენციები, მომხმარებლის გამოცდილება, ბიზნესის განვითარება და გაყიდვები, საცალო და ინტერნეტ ვაჭრობა და სხვა.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მხარი დავუჭიროთ ისეთ მასშტაბურ და საერთაშორისო პროექტს, როგორიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ტექ კონფერენციაა. პროექტის მონაწილეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო თემებზე უახლესი ინფორმაცია ინდუსტრიის მოწინავე პროფესიონალებისგან მიიღონ. ამასთანავე, დაამყარონ ურთიერთობები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, რაც მხოლოდ პოზიტიურად აისახება მათ სამომავლო საქმიანობაზე. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კონფერენციაში ჩართულ მონაწილეებს. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პირველ რიგში მონაწილეების განვითარებას და ახალი საინტერესო პარტნიორობის დამყარებას“,- განაცხადა "საქართველოს ბანკის" ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.

"საქართველოს ბანკის" განცხადებით, ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მეწარმეს, დიზაინერს, მარკეტერს, დეველოპერს თუ ტექნოლოგიური სიახლეებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების მაძიებელს შეუძლია. მეტი დეტალისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: touch.ge/summit

შეგახსენებთ, პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა პირველი რეგიონალური შეხვედრა სტარტაპებისთვის, რომელმაც 50-მდე სტარტაპის დამფუძნებელი და საერთაშორისო დონის ინვესტორი, აქსელერატორი თუ კომპანია ონლაინ სივრცეში გააერთიანა. Startup Touch-ის ფარგლებში 250-ზე მეტი შეხვედრა შედგა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პროექტი როგორც სტარტაპებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის ნაყოფიერი და ახალი შესაძლებლობების მომტანი იყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა