ნიკარაგუას მე-5 კატეგორიის ქარიშხალი „იოტა“ დაატყდა თავს

ნიკარაგუის აღმოსავლეთ სანაპიროს მე-5 კატეგორიის ქარიშხალი „იოტა“ დაატყდა თავს. აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქარის სიჩქარე 260 კმ.სთ-ს აღემატება.

მათი თქმით, „იოტა“ ბოლო წლების ყველაზე ძლიერი და დამანგრეველი ქარიშხალი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ატლანტის ოკეანეში ბოლოს ქარიშხალს მე-5 კატეგორია 1932 წელს მიანიჭეს. BBC-ის ინფორმაციით, მოსალოდნელი საფრთხის გამო ჰონდურასის, გვატემალასა და ნიკარაგუას ხელისუფლებებმა სანაპირო ზოლში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განახორციელეს. ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს 2 კვირის წინ კიდევ ერთი ქარიშხალი დაატყდა თავს, რომელსაც სულ მცირე, 200 ადამიანი ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო: ნიკარაგუას მე-5 კატეგორიის ქარიშხალი "იოტა" დაატყდა თავს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა