ვოლვომ ყველაზე ექსტრემალური ქრაშ-ტესტი ჩაატარა

ვოლვომ ისტორიაში ყველაზე ექსტრემალური და მნიშვნელოვანი ქრაშ-ტესტი ჩაატარა, ავტომობილები 30 მეტრის სიმაღლიდან ჩამოაგდო და ტესტის მეშვეობით ავტოსაგზაო შემთხვევების ყველაზე ექსტრემალური სცენარების იმიტაცია გახადა შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეტა მოტორსი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ტესტირებისას ათი სხვადასხვა მოდელის ვოლვო რამდენჯერმე ჩამოაგდეს ამწედან. ვარდნის დაწყებამდე „ვოლვო ქარსის“ უსაფრთხოების ინჟინრებმა ზუსტი გათვლები გააკეთეს, თუ რა ძალა დასჭირდებოდა თითოეულ ავტომობილს დაზიანების სასურველი დონის მისაღწევად.

„ჩვეულებრივ, ავტომობილების ტესტირებებს ვახდენთ მხოლოდ ლაბორატორიაში, პირველად მოხდა, რომ ავტომობილები ამწედან ჩამოვაგდეთ. ჩვენ ვიცოდით ტესტის შემდეგ უკიდურეს დეფორმაციას დავინახავდით და ეს გავაკეთეთ იმისთვის, რომ სამაშველო ჯგუფისთვის მუშაობის რეალური გამოწვევა მიგვეცა. ჩვენ მრავალი წელია მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შვედეთის სამაშველო სამსახურებთან, რადგან საერთო მიზანი გვამოძრავებს - გავხადოთ გზები უფრო მეტად უსაფრთხო. ვიმედოვნებთ, რომ არასდროს არავის მოუწევს მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის გამოცდა, მაგრამ ყველა უბედური შემთხვევის თავიდან აცილება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ ვნერგავთ უსაფრთხოების ახალ მეთოდებს, რომ შევძლოთ მეტი სიცოცხლის გადარჩენა“, - განაცხადა „ვოლვო ქარსის“ ავტოსაგზაო შემთხვევების კვლევის ჯგუფის უფროსმა მკვლევარმა ჰაკან გუსტაფსონმა.

Youtube ბმული: https://youtu.be/A1yvV_JjRts

გადმოსაწერი ვიდეო: https://we.tl/t-G254Ss85rR

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა