სოფელ ბოდორნაში მზის ავტონომიური მიკროელექტროსადგური დამონტაჟდა

პროექტის - ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა სოფლის განვითარებისათვის (ADA-SFMRD) ფარგლებში, სოფელ ბოდორნას „საქმიან ეზოში“ მზის ავტონომიური მიკროელექტროსადგური დამონტაჟდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული ხელს შეუწყობს საქმიანობის ეფექტურად განხორციელებას, შეამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას და დაზოგავს ფინანსურ რესურსებს.

„პროექტს ახორციელებს CENN, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლად სიღარიბის აღმოფხვრასა და საქართველოს მთავრობის მიერ, მდგრადი განვითარების მიზნების, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილისა და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, მდგრადი „მწვანე“ განვითარების კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია მხარი დაუჭიროს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ტყის რესურსების მდგრადი გამოყენების, მათ შორის, სოფლად მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებების განვითარებას“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა