გიგა ბოკერია - ბოლო 4 წელიწადში ქართველი ერი ბიულეტენების მოპარვის „ფანი“ გახდა

ბოლო 4 წელიწადში ქართველი ერი ბიულეტენების მოპარვის „ფანი“ გახდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ „ნიუსრუმში“ განაცხადა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, წინა არჩევნებთან შედარებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 4-ჯერ მეტი იყო ცარიელი კონვერტების რაოდენობა ყუთებში ჩაყრილი, 10-ჯერ გაიზარდა ბიულეტენების ჯამი, სადაც ბიულეტენი მეტია, ვიდრე ხელმოწერები და 200-ით გაიზარდა უბნების რაოდენობა, სადაც ოქმებში დისბალანსია.

„ჩვენ გავასაჩივრეთ ყველგან, სადაც იყო ამის საფუძველი, ამა თუ იმ ტიპის დისბალანსი ან უფრო თავხედური დარღვევები და განხილვაზე ყველგან უარი გვითხრეს. როდესაც გვეკითხებიან მხოლოდ გადათვლა შველის თუ არა იმ ზარალს, რაც მანიპულაციებით იყო, ვამბობთ, რომ მხოლოდ გადათვლა არ უშველის, თორემ ის არ გვითქვამს, რომ გადათვლა არ გვინდა, პირიქით. ამით გამოჩნდება რამხელა სიღრმის პრობლემები იყო. ამით გამოჩნდა, რომ ჩვენი ბიულეტენები გამოუყენებელ ბიულეტენებში ჰქონდათ გადაყრილი. ასე იყო სხვა პარტებისაც - „ლელოსი“, ელისაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის“. იმ არჩევნებში, სადაც ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო ე.წ. ბიძინას კარუსელი, ხმების გაკონტროლება, გადათვლა მხოლოდ არ იქნება საკმარისი. კალაძემ სიცრუე თქვა, თითქოს ჩვენ უარი ვთქვით გადათვლაზე. 4-ჯერ მეტი იყო ამ არჩევნებზე ცარიელი კონვერტების რაოდენობა ყუთებში ჩაყრილი, წინა არჩევნებთან შედარებით. არც 2012 წლის არჩევნები იყო კარგი და სუფთა, უბრალოდ, ისტორიული არჩევნები იყო, მშვიდობიანი გადაცემა მოხდა ხელისუფლების. ბოლო 4 წელიწადში ქართველი ერი გახდა „ფანი“ ბიულეტენების მოპარვის. საქართველოში, რომელსაც აქვს პრობლემატური არჩევნების ტრადიცია სხვადასხვა დოზით, ბოლო ორ არჩევნებთან შედარებით 10-ჯერ გაიზარდა ბიულეტენების ჯამი, სადაც ბიულეტენი მეტია, ვიდრე ხელმოწერები ანუ მოხდა ჩაყრა. 200-ით გაიზარდა უბნების რაოდენობა, სადაც ოქმებში დისბალანსია. უცებ, როცა ამხელა ზრდა არის, სხვა დასკვნა, გარა იმისა, რომ ორგანიზებულმა მანქანამ იმუშავა მანიპულაციისთვის, არ არსებობს. ბევრი არ არის, მაგრამ რამდენიმე მკაფიო ვიდეო იყო ფულის აღების და ბიულეტენების ჩაყრის. თუ ეს ადამიანები არ ისჯებიან, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზებული ამბავია“, - განაცხადა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა