ბექა ბასილაია ირაკლი კობახიძეს უჩივის და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სიმბოლურად 41 ლარის დაკისრებას მოითხოვს

ადვოკატ ბექა ბასილაიას თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი შეაქვს. როგორც ბექა ბასილაია განმარტავს, ის ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ირაკლი კობახიძისგან ბოდიშის მოხდას და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სიმბოლურად 41 ლარის დაკისრებას ითხოვს.

ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე, სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება სრულიად აბსურდულ საქმეზე და პატიოსან ადამიანებს, ომის ვეტერანებს, ტაქსის მძღოლებს, დაატარებენ ხან სუს-ში, ხან სასამართლოში და მათ მიმართ გაისმის ბრალდებები, თითქოს მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა რაიმეს დესტაბილიზაციის და არეულობის მცდელობას. მიმდინარე წლის ოქტომბერში, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე გზის, სხვადასხვა მედიასაშუალებების, თუ პირადი „ფეისბუქის“ გვერდის გამოყენებით, გაავრცელა არსებითად მცდარი, სინამდვილესთან შეუსაბამო ინფორმაცია. ამ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვითხოვთ მისი პასუხისმგებლობის საკითხს და შეგვაქვს სამოქალაქო სარჩელი საქალაქო სასამართლოში, რომლითაც ირაკლი კობახიძეს მოეთხოვება უარყოს გავრცელებული მცდარი ინფორმაცია და ამ ხალხის წინაშე ბოდიში მოიხადოს. სარჩელი კოლექტიურია და მას ათეულობით ადამიანი აწერს ხელს, კობახიძემ მათ წინაშე ბოდიში მოიხადოს და ამავდროულად, ცრუ ინფორმაციისთვის საკონპესაციოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება სიმბოლურად, 41 ლარის ოდენობით.

ჩვენ ვიცით, თუ როგორი კონტროლის ქვეშ ჰყავს „ქართულ ოცნებას“ სასამართლო და მაქსიმალურად შეეცდებიან ამ პროცესის გაჭიმვას, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ პროცესის შემდეგ შედეგი არ დადგეს ირაკლი კობახიძის გამტყუნების თვალსაზრისით. შეუძლებელია, ამ სასამართლოს პირობებშიც კი, მას არ მოუწიოს ბოდიში მოხდა. ამავდროულად, მინდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მივმართო, რომელიც იქცა „ქართული ოცნების“ უსაფრთხოების სამსახურად, რომ ეს აბსურდული გამოძიებები შეწყვიტოს“, - განაცხადა ბასილაიამ.

ადვოკატი სასამართლოში სარჩელს დღეს შეიტანს.

იხილეთ ვიდეო: ბექა ბასილაიამ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით მიმართა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა