გიგი წერეთელი - საჭიროა, რომ ეროვნული უსაფრთხოების მთავარი საკითხი იყოს კოვიდთან ბრძოლა

საჭიროა, რომ ეროვნული უსაფრთხოების მთავარი საკითხი იყოს კოვიდთან ბრძოლა - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა, ქვეყანაში ეპიდვითარების კომენტირებისას განაცხადა.

წერეთლის თქმით, ახლა არის ქვეყნისთვის რთული მომენტი და ამის დასაძლევად საჭიროა მთავრობის მხრიდან მეტი ჩართულობა, რესურსების უკეთ მართვა და კომპეტენტური ადამიანებისგან რჩევების მიღება. წერეთელმა აღნიშნა, რომ კოვიდთან ბრძოლა უნდა გახდეს ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი საკითხი.

„ძალიან მაღალი ციფრებია საქართველოსთვის, ძალიან მაღალი სიკვდილობაა. შესაბამისად, ამას სჭირდება ყველა მიმართულებით გაუმჯობესება, განსაკუთრებით მეტი ჩართულობა, მეტი მართვა, კომპეტენტური ადამიანების მხრიდან რჩევების მიღება და რესურსების უკეთესად განაწილება. ასევე საჭიროა, რომ იყოს კონკრეტული აუცილებელი საკითხები, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგალითად, პირბადეების გამოყენება, რომლებსაც ახლა ასე ვაცხადებთ, გაცილებით ადრე უნდა ყოფილიყო ამის გაცხადების აუცილებლობა, რათა აგვეცილებინა ბევრი შემთხვევა. ახლა არის რთული მომენტი და ეს რთული მომენტი ქვეყანამ უნდა დაძლიოს, ამისთვის არის საჭირო, რომ ეროვნული უსაფრთხოების მთავარი საკითხი იყოს კოვიდთან ბრძოლა“ , - განაცხადა წერეთელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა