გიგი უგულავა - კობახიძის ნაპრუტუნალი მოწვევა დებატებზე რეალურად ფარისევლობაა - შეიძლება, თავისივე მოედანზე მივიდეთ და მივჯირყვნოთ

შეიძლება, თავისივე მოედანზე მივიდეთ და მივჯირყვნოთ, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ის ოპოზიციურ პარტიებს დებატებში იწვევს.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც დებატების დრო იყო, არ სურდა დებატებში მონაწილეობის მიღება და ახლა მათი გამოწვევა ფარისევლობაა.

“პირდაპირ გეტყვით კობახიძის მიერ ნაპრუტუნალი მოწვევა დებატებზე სულ მცირე არაადეკვატურობაა და რეალურად ფარისევლობა, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავდით ცარიელ ტრიბუნას, რომელსაც ტელევიზიები აწერდნენ “ქართულ ოცნებას”. ისინი არ დადიოდნენ დებატებზე და მას შემდეგ რაც დამთავრდა არჩევნები და გაყალბდა, ახლა “ქართულ ოცნებას” აქვს ამის „გაპრავების“ პრობლემა, უცბად მოუნდა დებატებზე სიარული. ეს ხომ სიყალბეა?! თუ დებატები უნდოდათ, როგორ დაგვემარცხებინა კოვიდი, როგორ დაგვემარცხებინა კრიმინალი, როგორ გაგვეზარდა სამუშაო ადგილები, ეკონომიკა - ამ საკითხებზე წინასაარჩევნო პერიოდში “ქართული ოცნება” დუმდა და აბა ახლა რა ბზიკმა უკბინა?! ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ფარისევლობა, თუმცა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად შევჯერდებით, შეიძლება, თავისივე მოედანზე მივიდეთ და მივჯირყვნოთ მაინც, მაგრამ ეს არის ფარისევლობა, ტყუილი და ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრა, იმიტომ, რომ ამათ არაფრის დებატები არ უნდოდათ, როცა ნამდვილად დებატების პერიოდი იყო”, - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით დებატებში იწვევს.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან