ზაალ უდუმაშვილი - „ქართულ ოცნებას" დებატები რომ სდომოდა, წინასაარჩევნო კამპანია დებატების გარეშე არ ჩაივლიდა

„ქართულ ოცნებას" დებატები რომ სდომოდა, წინასაარჩევნო კამპანია დებატების გარეშე არ ჩაივლიდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ახლა დებატების გამართვა არაფერს შეცვლის.

„ჩვენ რამდენჯერ ვითხოვეთ დებატებში მოსულიყვნენ და მართლაც ბუჩქებში იმალებოდნენ, კითხვებზე პასუხი რომ არ გაეცათ. მე არ მახსენდება საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია, როცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დებატები არ შემდგარა. ახლა გამოფხიზლდნენ რატომღაც და სურთ დებატები. ჩვენ, ყველა ოპოზიციური პარტია, გავივლით კონულტაციებს ერთმანეთთან და გადავწყვეტთ, თუმცა, მე არ ვფიქრობ რომ ეს დებატები ახლა რაიმეს შეცვლის",- განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით დებატებში იწვევს.

იხილეთ ვიდეო: ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი დებატებს არ გაურბიან

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა