გიგი უგულავა - ბრიყვი კალაძე ხალხს ეუბნება, რომ ეგენი ჩუმად იღებენ მეორე ტურში მონაწილეობასო - როგორ შეიძლება საარჩევნო კამპანია აწარმოო ჩუმად?

ბრიყვი კალაძე ხალხს ეუბნება, რომ ეგენი ჩუმად იღებენ მეორე ტურში მონაწილეობასო. მითხარით როგორ შეიძლება საარჩევნო კამპანია აწარმოო ჩუმად? - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კახა კალაძის განცხადებას, რომ ოპოზიციური პარტიები საარჩევნო კამპანიას ფარულად აწარმოებენ.

„მსგავსი სიბრიყვის, უაზრობის და აბსურდის წარმოდგენა, რაც, კახა კალაძემ განაცხადა, უბრალოდ შეუძლებელია. ფაქტობრივად ბატონი კალაძე რას იძახის, რომ ადამიანები საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებთ ჩუმად - მითხარით როგორ შეიძლება საარჩევნო კამპანია აწარმოო ჩუმად? -“ჩუმად, ჩუმად, ჩუმად არვინ გაგვიგოს”. მეგობრებო მეორე ტურიც არის ისეთივე სიყალბე და მოგიწოდებთ არ მიიღოთ მონაწილეობა ამ სიყალბეში, მიუხედავად იმისა, ხელისუფლება თვლის, რომ კანონში რახან წერია, მეორე ტურში სულ რომ მოკვდე მაინც ეწერები ბიულეტენში, აი ამით ბრიყვი კალაძე სარგებლობს და ხალხს ეუბნება, როგორც „წყალწაღებული ხავსს ეჭიდება”, რომ ეგენი ჩუმად აწარმოებენ კამპანიას და ჩუმად იღებენ არჩევნებში მონაწილეობასო”, - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ის პარტიები, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ, ფარულად აგრძელებენ მოსახლეობასთან მუშაობას.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს