დავით ზალკალიანი - საქართველო არის რეგიონში ამერიკისთვის ყველაზე ახლო მოკავშირე, ყველაზე ძლიერი დასაყრდენი

ფაქტია, რომ საქართველო არის რეგიონში ამერიკისთვის ყველაზე ახლო მოკავშირე, საქართველო არის აშშ-ს ყველაზე ძლიერი დასაყრდენი,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ჩამოსვლას ელოდებიან.

როგორც ზალკალიანმა განაცხადა, პომპეოს ვიზიტი მიანიშნებს, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ ურთიერთობას.

„იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც რეგიონშია შექმნილი, მხედველობაში მაქვს ურთულესი გეოპოლიტიკური მდგომარეობა და გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთლიანად რეგიონი, ამ დროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ ვიზიტზე დიდი ხანია ვმუშაობდით, თუმცა კარგია, რომ ამ პერიოდს დაემთხვა. თავად ის ფაქტი, რომ ვიზიტი შედგა, არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის და მიანიშნებს აშშ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას. ფაქტია, რომ საქართველო არის რეგიონში ამერიკისთვის ყველაზე ახლო მოკავშირე, საქართველო არის აშშ-ის ყველაზე ძლიერი დასაყრდენი.

საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდა ამჟამინდელ ადმინისტაციასთან, ის კონკრეტული შედეგები, რომელიც გვაქვს და შეფასებები, ყველა თანხმდება როგორც ქართული, ისე ამერიკული მხარე, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა როგორც არასდროს ისეთ მაღალ ნიშნულზეა ყველა მიმართულებით: თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკური თანამშრომლობა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ხალხთა შორის ურთიერთობა. ესაა ის ძირითადი ოთხი მიმართულება, რაზეც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ვსაუბრობთ ამერიკასთან.

შარშან, როდესაც შევაფასეთ სტრატეგიული პარტნიორობის 10 წელი ყოვლისმომცველ დეკლარაციაზე, საუბარი იყო, სწორედ იმ მაღალ ნიშნულზე სტრატეგიული პარტნიორობის, მაგრამ ამით არ ვკმაყოფილდებით. გვინდა კიდევ მეტად დაახლოება, ამერიკის მუდმივი ყოფნა საქართველოში. ესაა უაღრესად მნიშვნელოვანი. ყველა ვთანხმდებით, რომ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი პარტნიორობა აღმავალია“,- განაცხადა ზალკალიანმა.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს