ევროპულმა კომისიამ "კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად კონტრაქტი კიდევ ერთ კომპანიასთან გააფორმა

ევროპულმა კომისიამ ევროპულ ფარმაცევტულ კომპანია CureVac -თან კორონავირუსის საწინააღმდეგო მომავალი ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით კონტრაქტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ევროპული კომისია ავრცელებს.

კონტრაქტი 225 მილიონი დოზის შესყიდვას ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს სახელით. გარდა ამისა, 180 მილიონი დოზის შესყიდვას, მას შემდეგ, რაც პრეპარატი ვაქცინაციის შედეგად თავის უსაფრთხოებასა და "კოვიდ-19"-ის წინააღმდეგ ეფექტურობას დაამტკიცებს.

ეს ევროპული კომისიის უკვე მეხუთე კონტრაქტია ვაქცინების შესაძენად.

მანამდე ასეთი კონტრაქტები გაფორმდა AstraZeneca, Sanofi-GSK, Janssen Pharmaceutica NV и BioNtech-Pfizer-თან. ამჟამად კიდევ ერთი მოლაპარაკებები მიმდინარეობს „Moderna“-თან. ყველა ვაქცინის წარმოება ევროკავშირში იგეგმება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა