თურქეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი შეზღუდვები დაწესდება

თურქეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი შეზღუდვები დაწესდება. თურქული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ მიიღო. ახალი რეგულაციების მიხედვით, “კომენდანტის საათი” ქვეყანაში მხოლოდ შაბათ-კვირას ამოქმედდება და მოსახლეობას ქუჩაში გასვლის უფლება დილის 10:00-დან 20:00-მდე ექნება.

ამასთან, 20 წლამდე პირებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლა მხოლოდ 10:00-დან 16:00-მდე შეეძლებათ. კინოთატრები თურქეთში წლის ბოლომდე დახურული იქნება, რესტორნებს კი მხოლოდ საკვების სახლში მიტანის უფლება ექნებათ. ქვეყანაში სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე წლის ბოლომდე დისტანციურად გაგრძელდება, სპორტული ღონისძიებები კი მაყურებლის გარეშე იმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა