რუსთაველის გამზირზე მოძრაობა გადაიკეტა

“გაყალბებულია”- ამ შინაარსის პლაკატებით აქცია, რომელიც თბილისში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ოფიციალური ვიზიტის პარალელურად იმართება, 11 საათზე დაიწყება. მანამდე კი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდრეები, მხარდამჭერები და საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან და აქციის საორგანიზაციო საკითხებს აგვარებენ.

მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები დისტანციის დაცვით შექმნიან ერთგვარ ჯაჭვს, რომლითაც მათივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შესახებ პროტესტს გამოხატავენ და ამ ფორმით აშშ-ს და საერთაშორისო საზოგადოებას პროტესტის შესახებ აცნობებენ. აქციის მონაწილეები,რომლებიც ფილარმონიიდან ოპერის თეატრამდე ცოცხალი ჭაჭვის ფორმატით განლაგდებიან, ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით სტიკერებს აკრავენ.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა უკვე გადაკეტილია.

როგორც აქციის დაწყებამდე "ინტერპრესნიუსს" ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა, აქცია მდუმარე ფორმატით ჩატარდება და სიტყვით გამოსვლები არ იქნება.

„ ამ აქციაში მონაწილეობას ათასობით ჩვენი თანამოქალაქე მიიღებს. აქცია მდუმარედ, ყოველგვარი გამოსვლის გარეშე ჩაივლის, რომლის მთავარი მიზანი არის დავანახოთ მაიკ პომპეოს ჩვენი პოზიცია. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი მხარდაჭერა და პატივისცემა აშშ-ს მიმართ და მეორე- გზავნილი იქნება იმ გაყალბების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 31 ოქტომბერს,როცა ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა ქართველი ხალხის ნება. ვინც თვლის, რომ არჩევანი მოპარეს, შეუძლია შემოგვიერთდეს", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედანზე დააკრეს პლაკატები წარწერით- „ამერიკა, მადლობა საქართველოს დამოუკიდებლობის მხადაჭერისთვის", " შეწყდეს სახელმწიფოს მიტაცება რუსი ოლიგარქის მიერ".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა