დავით უსუფაშვილი - პარლამენტში მარტო დარჩენილი ერთპარტიული ხელისუფლება გაცილებით მძიმე დღეში აღმოჩნდება, ვიდრე მე, სულ რომ რუსთაველის გამზირზე ვიდგე მომდევნო 3-4 წელი

მე მგონია, რომ ხელისუფლება კი არ დათანხმდება ახალ არჩევნებს, ჩვენ შევთანხმდებით ყველა ერთად ახალ არჩევნებზე, როგორც ქვეყნის საერთო გამოსავალზე, - ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილი მდუმარე აქციის მთავარი გზავნილია, რომ საქართველო დემოკრატიული სამყაროს წევრი ქვეყანაა.

“ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ საქართველო არის და იქნება დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს წევრი ქვეყანა და ის მოვლენები, რაც ქვეყანაში განვითარდა არჩევნების შემდეგ ძალიან მალე დასრულდება სამართლიანად, ხალხის ნების გამოხატვით. ჩვენი დღევანდელი დგომა არის გზავნილიც, დაპირებაც და პასუხისმგებლობის აღებაც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე და გვინდა სწორეს ეს მესიჯი წაიღოს ბატონმა პომპეომ შეერთებულ შტატებში და ჩვენმა ქვეყნებმა გააგრძელონ ის პარტნიორობა, რომლის გარეშეც საქართველო ვერ გადაწყვეტს ბევრ პრობლემას. მე მგონია, რომ ხელისუფლება კი არ დათანხმდება ახალ არჩევნებს, ჩვენ შევთანხმდებით ყველა ერთად ახალ არჩევნებზე, როგორც ქვეყნის საერთო გამოსავალზე. ხელახალი არჩევნები არ არის ის ახირება, რომელიც აქვს ვინმე ერთ მხარეს. პარლამენტში მარტო დარჩენილი ერთპარტიული ხელისუფლება გაცილებით მძიმე დღეში აღმოჩნდება, ვიდრე მე, სულ რომ აქ ვიდგე მომდევნო 3-4 წელი“, - განუცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე, სადაც ოპოზიცია მდუმარე აქციას მართავს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა