თავდაპირველად არჩევნების ოფიციალური შედეგები უახლოვდებოდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის პარალელური PVT დათვლის შედეგებს. შესაბამისად, არჩევნების დასრულების შემდეგ მყისიერად ცხადი არ გამხდარა, რომ არჩევნები საზიანო ხარვეზებით ჩატარდა. რამდენად ცუდი იყო წინა სხვა არჩევნებთან შედარებით, სადაც ხელახლა ჩატარება არ მოუთხოვიათ? - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების მიერ თბილისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, რომელზედაც საქართველოს შესახებ ისაუბრეს.
დეპარტამენტის მაღალი რანგის პირები პრეტენზიების მქონე მხარეებს სამართლებრივი გზებით ბრძოლისკენ მოუწოდებენ.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებდით ყველას, გამოეყენებინათ წლების განმავლობაში ნაშენები სამართლებრივი გზები საჩივრების განხილვისთვის“,- აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.